ინტელის პროექტის რეფლექსია
დღე პირველი
ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო. ვიმუშავეთ ნაყოფიერად, ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს შექმნა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები; განვიხილეთ შეფასების რუბრიკა, რესურსების შექმნის საკითხები. ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში.
დღე მეორე
ტრენინგის
მეორე დღეს გავიხსენეთ
წინა დღის შესწავლილი
მასალა. გავეცანით
სასწავლო
პროექტების
პორტფოლიოს,
პუბლიკაციის დაგეგმვას და გადავდგით პირველი ნაბიჯები პროექტის გეგმის შედგენაში, მოვამზადეთ ბუკლეტი. დღე იყო ინფორმაციით დატვირთული მაგრამ საინტერესო. დიდი მადლობა ტრენერს ნაყოფიერი დღისთვის.
დღე მესამე
ტრენინგის
მესამე დღე იყო ძალიან საინტერესო
მაგრამ რთული. ტრენერის
დახმარებით
ყველა საკითხს კარგად გავართვით
თავი. მადლობა ტრენერს.
დღე მეოთხე
ტრენინგის მეოთხე დღეს გავიხსენეთ წინა დღის შესწავლილი მასალა. რაც ძალიან გვჭირდებოდა ცოდნის განსამტკიცებლად.ყველა საკითხი გავიარეთ წარმატებით ვიმუშავეთ ნაყოფიერად ,რისთვისაც მადლობას ვუხდი ტრენრს.
დღე მეხუთე
ტრენინგის
მეხუთე დღეს გავხსენეთ წინა დღე ,რომელიც დატვირთული იყო ძალიან საინტერესო და შედარებით რთული ინფორმაცით. ტრენერმა გაგვახსენა
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა, შეფასების ჩეკლისტი, პრეზენტაციის დაგეგმვა.შემდეგ კი ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსების მოძიება,ვებგვერდის შეფასება,ონლაინ კომუნიკაციის საშუალებების გაცნობა, სასწავლო რესურსების გამოყენება ინტერნეტით.
დღე იყო ნაყოფიერი ,სასიამოვნო.მადლობა ტრენერს!
დღე მეექვსე
ტრენინგის მეექვსე დღე იყო წინა დღეებთან შედარებით ნაკლებად დატვირთული გავიხსენეთ წინა დღის მასალა , შევაფასეთ ნაშრომები და გადავხედეთ სასწავლო პ
როექტს.შედარებით მსუბუქად ჩაიარა დღემ.
დღე მეშვიდე
ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გახსენებით ,ვიმსჯელეთ და ვიმუშავეთ განმავითარებელი თვითშეფასების და კლასის შეფასების რუბრიკაზე და გავანაწილეთ საჭირო რესურსების საქაღალდეში .დღე იყო სასარგებლო და საინტერესო.
დღე მერვე
დღე დაიწყო სასიამოვნოდ,შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტი,დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,შევავსეთ ჩეკლისტი და ჩვენი ნაშრომი გამოვაქვენეთ ბლოგზე. დიდი მადლობა ქალბატონ მარეხს!
დღე მეცხრე
დამთავრდა ტრენინგი ,მივიღეთ დიდი ცოდნა,შევიძინეთ პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევები.შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ პედაგოგიურ მუშაობაში.
მადლობა ტრენერს გვერდში დგომისთვის,მოთმინებისთვის და ნაყოფიერი ტრენინგისათვის.
Comments
Post a Comment